en
ge

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია ქუთაისში

იმერეთი. 25 ნოემბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი შეურთდა საერთაშორისო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში ცენტრმა რამდენიმე აქტივობა განახორციელა. ახალგაზრდებმა მოამზადეს საინფორმაციო პოსტერები და მოაწყვეს ქალაქის ცენტრალურ უბანში მსვლელობა. გაიმართა ასევე სადისკუსიო კლუბის შეხვედრა თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული სტერეოტიპები". დისკუსიაზე მონაწილეებს საშუალება მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. დისკუსიის მსვლელობისას ასევე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „ქალები საქართველოდან".
ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს თანატოლთა განათლების ტრენინგს: „ოჯახური ძალადობა და გენდერული სტერეოტიპები". ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ოჯახური ძალადობის და გენდერის საკითხების შესახებ ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარება მოსწავლეებისათვის.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)