თბილისი. 10 დეკემბერს, „იდენტობაში" ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციას გააკეთებს 5 მომხსენებელი, რომლებიც აუდიტორიას თავიანთ ნაშრომებს წარუდგენენ.
პრეზენტაციის თემაა – „რას ნიშნავს ჩემთვის ადამიანის უფლებები". ნებისმიერ მსურველს შეუძლია პრეზენტაციაზე როგორც თავისუფალი დამსწრის, ასევე მომხსენებლის სტატუსით დასწრება.
პრეზენტატორობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ 3-5 გვერდამდე მოცულობის ნაშრომი შემდეგ მისამართზე: info@identoba.com
გამარჯვებული ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება წამახალისებელი პრიზით.
წყარო: identoba.com