en
ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები წესდებაში შესატან ცვლილებებს უყრიან კენჭს

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წესდებაში ცვლილებების შესატანად კენჭისყრას ატარებს. ქარტიას საბჭოს მანდატის გაფართოება სურს. კენჭისყრაში მონაწილეთა უმრავლესობა გადაწყვეტს შეეძლება თუ არა ქარტიას მისი არაწევრი ჟურნალისტების წინააღმდეგ შესული განცხადებების განხილვა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე შეთავაზება ქარტიის ხელმომწერ ჟურნალისტებს 25 ნოემბერს გაეგზავნათ. მათ საკუთარი აზრის დასაფიქისრებლად 7 დღე აქვთ. წესდებაში ცვლილებების დამატების შემთხვევაში, ქარტიის საბჭო არაწევრი ჟურნალისტების მიმართ განცხადებებს საქმის წარმოების არსებული წესის მიხედვით განიხილავს. განხილვის წესში ერთი განსხვავება იქნება - არაწევრი ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადების შეტანა ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, წევრის მიმართ კი უცვლელად დარჩება - სამი თვე. ვადის გასვლის შემდეგ ქარტია აღარ მიიღებს სადავო განცხადებას.
წყარო:media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)