აჭარა. ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიას და 20-დან 30 ნოემბრის ჩათვლით მართავს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ბავშვთა ძალადობის თემაზე და შეხვედრა მოწვეულ სტუმართან და განიხილეს საკითხები: მოძალადისა და მსხვერპლის ცნება, არის თუ არა მოძალადე ფსიქიკურად არაჯანსაღი პიროვნება, როგორია
ადამიანის ფსიქიკა, შესაძლებელია თუ არა ქალი იყოს მოძალადე. შეხვედრის დროს ასევე გაიმართა გეშტალტ-თერაპია, რომელიც მიმართულია პიროვნული განვითარებისა და ზრდის პროცესზე. კვირეულის დასრულებამდე გაიმართება შიდა და გასვლითი თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგები თემაზე: გენდერული თანასწორობა და ოჯახური ძალადობა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში