en
ge

მსჯელობა შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

აჭარა.  26 ნოემბერს, ბათუმის დემოკარატიული ჩართულობის ცენტრში, დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა დისუსია, სადაც საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობისა და შრომითი გარემოს შესახებ ისაუბრეს.  შეხვედრის მიზანს განსხვავებული პოზიციების შეჯერება წარმოადგენდა. გენო გელაძის თქმით, მისი ინფორმაციით ახალმა კოდექსმა დამსაქმებლების გაღიზიანება გამოიწვია. მოსაზრებას არ ეთანხმებიან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. დამსაქმებელთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ ცვლილებების მიუხედავად კოდექსი რჩება დაუბალანსებელი და ცალმხრივი, მეტად მორგებული დასაქმებულის უფლებებზე. 
დისკუსიაზე კითხვები შიდა განაწესისა და შვებულებების საკითხსაც შეეხებოდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის - დავით მესხიძის თქმით, შიდა განაწესი სამსახურიდან დათხოვის მიზეზი მხოლოდ ხელშეკრულების დონეზე გატარების შემდეგ შეიძლება გახდეს. ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს თავად დასაქმებულების უფლებადამცელი. საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები 6 თვის წინ შევიდა და დამატებით მუშაობა დღემდე მიმდინარეობს.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)