en
ge

„საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი 2013“

თბილისი. 19-20 დეკემბერს „საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი 2013" გაიმართება. ღონისძიება ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამიის ორგანიზებით და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერით. 
ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე მომუშავე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები და ექსპერტები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ღონისძიება მოიცავს სამუშაო ფორმატსაც: პლენარული სხდომები, ჯგუფებში მუშაობა, საერთო დისკუსია. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის" მეთოდით სადაც დასწრების საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც შეავსებენ განაცხადის ფორმას. 
განაცხადის ფორმა




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)