კახეთი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები და სახალხო დამცველის აპარატი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ. აღნიშნულ საკითხზე ტრენინგი 28 ნოემბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
მასში მონაწილეობას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან არსებული ქალთა კლუბები, გენდერული საკითხებით დაინტერესებული სტუდენტები, მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები იღებდნენ.
ტრენინგების მიზანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებზე და რეგიონული ინიციატივების გაძლიერება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.