სამეგრელო. გენდერული თანასწორობის ქსელი აგრძელებს საჯარო დისკუსიებს დასავლეთ საქართველოში. 27 ნოემბერს ორგანიზაციამ საჯარო დისკუსია - „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" - ზუგდიდში გამართა. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დონეზე და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის აქტიურ ლიდერ ქალთა გამოვლენა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა რეგიონის სამოქალაქო სექტორში, საჯარო სამსახურებში დასაქმებული და პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებული ქალები.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „გენდერული თანასწორობის ქსელის" მიერ, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" (IFES) და „ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში