en
ge

გორში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია გრძელდება

შიდა ქართლი. 28 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა მორიგი აქტივობა ჩაატარა. ცენტრის ახალგაზრდებმა მოიძიეს რეალური ისტორიები, რომლებიც ქალებზე ძალადობას ეხებოდა და ისაუბრეს მათზე. ასევე ისაუბრეს შარიათის კანონზე და საქართველოში სხვადსხვა სტიგმაზე. აქტივობა დაიგეგმა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)