აჭარა. 31 აგვისტოს, „სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტმა"
საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს კომიტეტის მოდიფიცირების პროექტი
წარუდგინა. აღნიშნული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა" შეიმუშავა. „სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტი" თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებული
საკონსულტაციო ორგანოა, რომლის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის გაძლიერება
საკრებულოს საქმიანობაში, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა. „სამოქალაქო მრჩეველთა
კომიტეტის" ფორმირების პროექტის მიხედვით, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ყველა ტერიტორიულ
ერთეულში უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი დარბაზები, რომლებიც თავის მხრივ, მოქალაქეთა
ჩართულობის უფრო მჭიდრო მექანიზმს შექმნიან. ახალი პროექტით, კომიტეტი წევრები იქნებიან
საზოგადოებრივი დარბაზის თითო წარმომადგენელი და ქალაქ ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი
ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის და მასმედიის საშუალებების ორ–ორი წარმომადგენელი.
მათი არჩევა კი შესაბამისი ორგანიზაციის მიერ მოხდება. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა
დისკუსია. განსახილველ საკითხთა შორის მოექცა როგორც კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანობა,
ისე მისი სახელწოდების მოდიფიცირების საკითხი.