თბილისი. 1 დეკემბერს საქართველოს ახალგაზდრული პარლამენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გამართა ღონისძიება „დეპრესია - ადამიანის უხილავი მტერი!". შეხვედრას დაესწრნენ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი. ღონისძიება წარიმართა არაფორმალური დისკუსიის ფორმატით, რაც ინფორმაციულობასთან ერთად, სხვადასხვა ფსიქოლოგიურ აქტივობას მოიცავდა. აუდიტორიას კითხვების დასმის საშუალებაც მიეცა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში