აჭარა. 29 ნოემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის – „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" - ფარგლებში დისკუსია გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პოლიტიკურად აქტიურ ქალთა გამოვლენას როგორც ბათუმში, ასევე აჭარის მაღალმთიანეთში.
დისკუსიების დასარულს, შეიქმნება პოლიტიკურად აქტიურ ქალთა ბაზა, რომელთა უმრავლესობაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად იქნება ჩართული.
შეხვედრას სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის ქსელის აჭარის რეგიონების კოორდინატორები ესწრებოდნენ.