კახეთი. „ახალი თაობა – ახალი ინიციატივას" ორგანიზებით კაჭრეთში პოლიტიკოს ლიდერთა
სკოლის კურსდამთავრებულთათვის სამდღიანი ტრენინგი გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა
პოლიტიკური კულტურა, არჩევნების თეორია, პარტიული სისტემები და სხვა. პროექტი „ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა" მიზანად
ისახავდა ახალგაზრდა ლიდერების პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის ხელშეწყობას საქართველოს
სხვადასხვა რეგიონებში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით განხორციელდა.
წყარო:
ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში