კახეთი. 1 დეკემბერს, საღამოს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა გაერთიანება „ბემონმა" ღონისძიება გამართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პანტონიმისა და რუსთაველის თეტრის მსახიობები.
დავით ღონღაძე, საზოგადოებრივმა გაერთიანების „ბემონი" თელავის ოფისის ხელმძღვანელი:
„ბემონმა" შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა. საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია აივ ინფექციასთან დაკავშირებით, მისი პრევენციის გზებზე. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მკურნალობა უფასოა. მთავარია, დროულად მიმართონ სამკურნალო დაწესებულებებს".
ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს კი გაიმართა სპექტაკლი.