სამცხე–ჯავახეთი. 29 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია „ბორჯღალმა" წალკაში ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ცენტრის გახსნის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
მათი განცხადებით, ცენტრი 5 თვის განმავლობაში იმუშავებს, რათა მოხდეს წალკის სოფლებში არსებული პრობლემების აღწერა, იდენტიფიცირება, რის შემდეგაც „ბორჯღალის" წევრები კონკრეტულ რეკომენდაციებს გაუწევენ იმ სტრუქტურებს, რომლებიც ეკომიგრანტთა გასახლებასა და სოციალურ დაცვაზე პასუხისმგებლობას იღებენ.
ცენტრის ერთ-ერთი ფუნქცია ეკომიგრანტებსა და წალკაში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობებს შორის სისტემატური შეხვედრების ორგანიზებაა, რაც მათ შორის არსებულ კრიზისულ ურთიერთობებს დაარეგულირებს.