აჭარა. 27-29 ნოემბერს, ბათუმის ხელვონების ცენტრში ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით სემინარი ჩატარდა. სამუშაო შეხვედრის თემა იყო: როგორ უნდა გავხადოთ წარმოდგენა უფრო ეფექტური და რა დატვირთვა აქვს გახმოვანებას თეატრში? თანამედროვე თეატრების გამოცდილებას და ეფექტის შექმნის ტექნოლოგია,ს ბათუმში არსებულ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ბრიტანული თეატრალური კომპანია "IMITATING THE DOG"-ის მსახიობები უზიარებდნენ. ბრიტანული თეატრის მუშაობის სპეციფიკის უკეთ გასაცნობად 5, 6 და 7 დეკემბერს ბრიტანელები ბათუმში სპეკტაკლ „ოდისეას" წარმოადგენენ. გახმოვანების საკითხებზე სემინარები აჭარის თეატრების პარტნიორობის პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.