თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს. „2013 წლის 12 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლალი ლაზარაშვილის, განცხადება. იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და პლენუმის წევრებს ადანაშაულებდა 2010 წელს მისი, როგორც მოსამართლის, დამოუკიდებლობის ხელყოფასა და თანამდებობის დატოვების იძულებაში. ... მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებული ქმედებები შეიცავს დისციპლინური, სისხლისამართლებრივი და კონსტიტუციური ნორმების დარღვევის ნიშნებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე რეაგირება არ მოახდინა", ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: isfed.ge