en
ge

ბათუმში დემოკრატიის სკოლა გაიხსნება

აჭარა. ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თანამშრომლობით, 2012 წლის ოქტომბრიდან ბათუმში დემოკრატიის სკოლა გაიხსნება. სკოლა ითვალისწინებს ხუთთვიან საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე უნარების, დემოკრატიული მმართველობის, ლიდერობის და სოციალური მეწარმეობის ძირეულ საკითხებს. ტრენინგებს ჩაატარებენ პრაქტიკოსები და ექსპერტები საქართველოდან და საზღვარგარეთიდან. მონაწილეები ასევე ისარგებლებენ ელექტრონული სასწავლო გარემოთი და მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ბათუმის დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაცია
წყარო: nimd.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)