თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარლამენტის გენდერული საბჭომ გენდერული ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს. კერძოდ, შეხვედრის თემას წარმოადგენდა სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი, მიმდინარე წელს აპირებს.
გენდერული საბჭოს გაძლიერება, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანაბარი მონაწილეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დროს გენდერული ბალანსის დაცვა, ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გენდერული საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად იმსჯელეს.
წყარო:ginsc.net