ქვემო ქართლი. 29 ნოემბერს, რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ რუსთაველი ახალგაზრდები და კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები.
შეხვედრაზე შიდსის ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს შიდსის გავრცელების გზების, ინფიცირებისაგან თავდაცვისა და სხვა საკითხების შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა პროექტ „არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათ პიროვნულ განვითარებას.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
წყარო: cida.ge