en
ge

სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის პრეზენტაცია თელავში

კახეთი.  2 დეკემბერს, თელავში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.  პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის დაფინანსებული.
აგროინვესტირების დირექტორის ზაალ ხომერიკის თქმით, პროექტი ხუთწლიანია და მისი ბიუჯეტი 19,5 მილიონ დოლარს შეადგენს. მისივე თქმით, USAID-ის ,,სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის" ფარგლებში გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება, რის შემდეგაც ამაღლდება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხი:
„პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას, შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ-ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მომსახურების ცენტრებს, მწარმოებლებს, სასაწყობე საწარმოებსა და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის".
გარდა თელავისა, მსგავს შეხვდრებს USAID - ის წარმომადგენლები კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში - ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში გეგმავენ.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)