სამცხე-ჯავახეთი. ახალციხეში პროექტ - „კავკასიური კულტურული ინიციატივათა ქსელის" - ფარგლებში კულტურული ღონისძიება გაიმართა. აქცია ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლასთან დაიწყო, სადაც სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის კედლები მოხატეს. შემდეგ კი ახალგაზრდებმა ცენტრალურ პარკში ფლეშმობი მოაწყვეს.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურისა და „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის" მხარდაჭერით ჩატარდა.
მსგავსი აქციები ახალქალაქში, თბილისში, მარნეულში, ბოლნისსა და ბათუმში იგეგმება.