იმერეთი. ცენტრი „აფხაზეთი" განაგრძობს მსჯავრდებულთა პროფესიულ სწავლებას სასჯელაღსრულების 5 დაწესებულებაში. პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია მათთვის საინტერესო მეორადი პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის გზით. წელს პირველად ხელობის ჯგუფები შეირჩა მსჯავრდებულთა გამოკითხვის საფუძველზე და მოიცავს შემდეგ პროფესიებს: ქარგვა, მინანქარი, ხეზე ჭრა, ცეკვა, თიხაზე მუშაობა, ქვაზე კვეთა, საოფისე პროგრამები და სხვა. პროექტის ფარგლებში პროფესიულ სწავლებას ესწრება 271 მსჯავრდებული, რომლებიც შესაბამის პროფესიებში ელემენტრულ უნარ-ჩვევებს იძენენ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სახელმწიფო პროგრამის - „ისწავლე, ასწავლე, დაასაქმე" - ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში