თბილისი. რეგიონული მედიის ასოციაციამ, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან, 11 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" შეხვედრა გამართა. ორგანიზატორებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს ბეჭდური მასალა – „წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონული მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტები". ბეჭდურ მასალაში ასახულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის 17 შემთხვევა. რომელთა ნაწილზეც უშუალოდ, თავად იმ ჟურნალისტებმა ისაუბრეს, რომლებიც თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში წინააღმდეგობას წააწყდნენ. რეგიონული მედიის ასოციაციამ ამ საკითხებზე გადაღებული ფილმის ჩვენებაც მოაწყო, შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.