en
ge

გამჭვირვალობა თბილისის შესახებ კანონში ცვლილებებზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებებზე განცხადება გაავრცელა. „როგორც ცნობილი გახდა, კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა საკრებულოს და იზღუდება თბილისის მერის უფლებამოსილებები საკადრო პოლიტიკის საკითხებში, კანონპროექტის ავტორებმა ერეკლე ტრიპოლსკიმ და გია ჟორჟოლიანმა პარლამენტიდან გაიწვიეს.
...კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ თბილისის მერის არჩევა ხდება მოსახლეობის მიერ, პირდაპირი წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით და მას უნდა გააჩნდეს საკუთარი კადრების დაკომპლექტების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, არსებობდეს ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მექანიზმები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მერის უფლებამოსილების მნიშვნელოვნად შეზღუდვის ხარჯზე", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)