შიდა ქართლი. 6 დეკემბერს, საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთის" გორის ოფისში გაიმართა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის (შეავშვები, ზერტი, მეჯვრისხევი) გარემოს დაცვის კლუბების წევრთა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების და გორის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის თემა იყო ზემოთაღნიშნული სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის პრობლემები. კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია მოსწავლეებს, თუ რა პრობლემებია ამჟამად აღნიშნულ სფეროში და რა კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად. გამოიკვეთა გარკვეული პერსპექტივები სოფლებიდან ნარჩენების გატანის კუთხით: კერძოდ, დასუფთავების სამსახურმა უკვე დაფარა რამდენიმე სოფელი და მიმდინარეობს მუშაობა სხვა სოფლების დაფარვის კუთხით.
ნარჩენების გატანასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, პასუხი გაეცა მოსწავლეთა შეკითხვებს.