იმერეთი. 8 დეკემბერს, სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგში" გაიმართა ტრენინგი: „როგორ გავხდე ლიდერი". ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებში ლიდერული და გუნდური უნარ-ჩვევების გამოვლენა. ტრენინგზე ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ლიდერობა, რა თვისებები გააჩნია ლიდერს, ლიდერული უნერ-ჩვევების გამოვლენა.
შეხვედრა გაიმართა „მოხალისეთა კლუბის" პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ერთი ტრენინგის ჩატარება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში