კახეთი. თელავის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში".
შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის აქტიურ ლიდერ ქალთა გამოვლენა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორების მიერ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" – ფარგლებში.