ქვემო ქართლი. 6 დეკემბერს, რუსთავში, „სიდას" ინიციატივით ჩატარდა დებატები: „ქალაქ რუსთავის საზოგადოებრივი საბჭოს 2014 წლის პრიორიტეტები". შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქის თითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული მოქალაქეები. შეხვედრაზე, საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ დამსწრეებს წარუდგინა საბჭოს 2013 წლის საქმანობის ანგარიში. შეხვედრის მეორე ნაწილი მიეძღვნა დისკუსიას მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი საბჭოს წევრება შორის, თუ რა უნდა იყოს 2014 წელს საბჭოს პრიორიტეტი, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მისის საქმიანობა.
წყარო:cida.ge