თბილისი. კლიმატის ცვილებებთან ადაპტაციის, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხების თემატიკაზე იყო შექმნილი ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვების ნამუშევრები, რომელთა გამოფენაც 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით თბილისში, სამხატვრო გალერეა „ბაიაში" მოეწყო. ბავშვთა ნახატების გამოფენა მიზნად ისახავდა ამ საკითხების გარშემო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და განათლებას.
ღონისძიება გარემოსდაცვის სამინისტროს ეგიდით მიმდინარე გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელსაც ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN
წყარო: CENN