en
ge

ურთიერთშეფასების სისტემა ანალიტიკური ორგანიზაციებისათვის

თბილისი. აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა  პროგრამის G-PAC-ის ფარგლებში, ქართულ ანალიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ურთიერთშეფასების სისტემას, რომლის საშუალებითაც შეფასდება მათ მიერ მომზადებული საჯარო პოლიტიკის კვლევითი ანგარიშები. ურთიერთშეფასება ორივე მხარისათვის ფარულად წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემფასებლებს არ ეცოდინებათ არც ერთმანეთის და არც შესაფასებელი ანალიტიკური ორგანიზაციის შესახებ, ხოლო ანალიტიკური ორგანიზაციებისათვის გასაიდუმლოებული იქნება შემფასებელების ვინაობა. ამ მიდგომის მიზანია შეიქმნას ისეთი ურთიერთშეფასების სისტემა, რომელიც ანალიტიკურ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს საჯარო პოლიტიკის კონკრეტული სფეროს ქართველი ექსპერტებისგან მიიღონ ობიექტური კრიტიკა და ამას გარდა, ხელი შეუწყოს საჯარო პოლიტიკის კვლევით ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას. 
ინიციატივაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ქართულ ანალიტიკურ ორგანიზაციას შეუძლია. ამისათვის საჭიროა საჯარო პოლიტიკის ანგარიშის გაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე:peerreview@ewmi-gpac.org. ანგარიშის მიღების შემდეგ EWMI G-PAC უმოკლეს ვადაში მოიძიებს შესაბამისი სფეროს ექსპერტებს და ნაშრომს შესაფასებლად გადაუგზავნის. 
სრულად
წყარო: www.ewmi-gpac.org




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)