en
ge

ანონსი

საია 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ღონისძიებათა ტრადიციული სერიით აღნიშნავს.
10 დეკემბერს 12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სადაც საიას თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, ისაუბრებს იმ უფლებებზე, რომელთა რეალიზაცია წლის განმავლობაში ყველაზე პრობლემური იყო.
მისამართი: თბილისი, საიას ოფისში (ჯ.კახიძის, ყოფილი კრილოვის #15).

ასევე გთავაზობთ ინფორმაციას, 2013 წლის 10 დეკემბერს საიას რეგიონულ ოფისებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ:
საიას ქუთაისის ფილიალი, 11:00 საათზე, გამართავს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშის პრეზენტაციას, შეხვედრაზე, ასევე ისაუბრებენ ქუთაისის ფილიალის მიერ წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე.
მისამართი: ქუთაისი, საიას ქუთაისის ფილიალი, მის: კოსტავას#11.

საიას ბათუმის ფილიალი, 12:00 საათზე, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე საია ისაუბრებს თემაზე: სასამართლოთი სარგებლობის უფლება, როგორც სასამართლო ხელმისაწვდომობა.
მისამართი: ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

საიას რუსთავის ოფისი, 14:30 საათზე, #15 საშუალო სკოლაში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: არასრულწლოვანთა დანაშაული და ბავშვთა უფლებები.
მისამართი: რუსთავი, 15 საშუალო სკოლა

საიას გორის ოფისი, 11:00 საათზე, წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოვლენილი პრობლემების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
მისამართი: გორი, სტალინის 19, საიას გორის ოფისი

14:00 საათზე, საიას გორის ოფისის იურისტები გორის უნივერსიტეტში წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე: ოჯახური ძალადობა და ადამიანის უფლებები. ამ დღეს გორში, საიას წარმომადგენლები მოსახლეობას დაურიგებენ საინფორმაციო ფლაერებსა და ბუკლეტებს ადამიანის უფლებების შესახებ.
მისამართი: გორი, გორის უნივერსიტეტი

საიას ოზურგეთის ოფისი, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდას გამართავს.
მისამართი: გაბრიელ ეპისკოპოსის ქ.#25, საიას ოზურგეთის ოფისი

საიას თელავის ოფისი, 14:00 საათზე, ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.
მისამართი: თელავი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)