შიდა ქართლი. 9 დეკემბერს, გორში ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე: დეკლარირებული და პასიური პოლიტიკიდან ემიგრანტთა დაბრუნების ეტაპობრივ პოლიტიკამდე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის თავმჯდომარე და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრისას წარმოადგინეს ემიგრანტთა დაბრუნებასთან დაკავშირებული კვლევა,, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია, თუ როგორი პირობების შექმნაა საჭირო ქვეყანაში, რათა საქართველოდან ემიგრირებულმა პიროვნებებმა მოინდომონ და შეძლონ უკან დაბრუნება.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოცემული წიგნი. წიგნში ასევე შესულია ემიგრანტთა მონათხრობები.