en
ge

სათემო განვითარების ცენტრი ,,ლელი” 6 სოფელში სემინარებს მართავს

სათემო განვითარების ცენტრი ,,ლელი” 6 სოფელში სემინარებს მართავს
კახეთი. სათემო განვითარების ცენტრი „ლელი" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ქალთა უფლებების შესახებ სემინარებს მართავს. „ამჟამად ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ვატარებთ ტრენინგებს", აცხადებს გელა თედეევი, სათემო ორგანიზაცია „ლელის" დამფუძნებელი.

სათემო განვითარების ცენტრი „ლელი" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში 2007 წლიდან ფუნქციონირებს და მუშაობს როგორც ზდასრულთა განათლების, ქალთა უფლებების, ასევე სოფელში არსებული პრობლემების მოკვლევის, მისი გადაჭრის გზების ძიებისა და თემის განვითარების მიმართულებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)