en
ge

IDFI:„საჯარო დაწესებულებების ნაწილს 2012 წელს 10 დეკემბრის ანგარიშები არ წარუდგენია“

თბილისი. ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო დაწესებულებები საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშებს წარუდგენენ მაკონტროლებელ ორგანოებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 10 დეკემბრის ანგარიშების წარდგენის 2012 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
„სამინისტროების მხრიდან 10 დეკემბრის ანგარიშის შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ინსტიტუტმა ამ მოთხოვნით 85 უწყებას მიმართა. მათგან 11-ს ინფორმაცია არ მოუწოდებია. 74 საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიში 2012 წელს წარადგინა 46-მა. ორი დაწესებულების ინფორმაციით, მათ ეს ვალდებულება არ ეკისრებათ, ხოლო 26-ს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისთვის ანგარიში არ წარუდგენია", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
სრულად
წყარო: opendatablog.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023