en
ge

ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

თბილისი. 6 დეკემბერს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის, საარჩევნო ადმინისტრაციის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები.
მონაწილეებმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებული პროექტების შედეგები შეაჯამეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ ჯგუფის წევრებს 27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესში გაწეული ერთობლივი საქმიანობისათვის გადაუხადა მადლობა.
დაიგეგმა სხვადასხვა სახის ცვლილებების განხორციელება 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნული უმცირესობების ამორმჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმაში.
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)