სამცხე–ჯავახეთი. ასპინძის საჯარო სკოლაში, მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში, გაიმართა ტრენინგ-შეხვედრა ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების - ტოლოშისა და ოშორის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებთან. ტრენინგ-შეხვედრის მიზანი იყო ახალი საგრანტო კონკურსის თემატიკის კვლევა და ახალგაზრდებისათვის ტრენინგის საშუალებით იმ უნარჩვევების დაუფლება, რომელიც მათ გაუადვილებს საგრანტო პროექტზე მუშაობას.
პროექტს ახორციელებს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.