en
ge

გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა

შიდა ქართლი. 10 დეკემბერს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირები, საკრებულოსა და გამგეობის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, მოქალაქეები.
შეხვედერის მონაწილეთა წინაშე წარდგენილ იქნა ბიუჯეტის პროექტი ძირითადი მიმართულებების მიხედვით, რის შემდეგაც გაიმართა მსჯელობა მოსახლეობისათვის ბიუჯეტის აქტუალურ მუხლებზე (შადრევნების მოვლა, მაწანწალა ძაღლების შესაფარის ფუნქციონირება, პანდუსები ქალაქის სხვადასხვა შენობებთან, სამედიცინო დახმარება დაუცველი ფენების წარმომადგენლებისთვის და ა.შ.).
საკრებულოს თავმჯდომარე დაპირდა დამსწრე საზოგადოებას გამოთქმული აზრების შეძლებისდაგვარ გათვალისწინებას.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023