en
ge

გამჭვირვალობა დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა. „ვფიქრობთ, დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის მომხდარმა სიტყვიერმა და ფიზიკურმა დაპირისპირებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა პარლამენტში ეთიკის საკითხების რეგულირების აუცილებლობა. საპარლამენტო ეთიკის კოდექსი, რომელიც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჯერ კიდევ 2004 წელს მიიღო, დღეს, ფაქტობრივად, უმოქმედოა. ამჟამად ეთიკის კოდექსის შემდგომ რეფორმირებაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია პარლამენტის თავმჯდომარის აპარატთან ერთად მუშაობს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)