en
ge

საია საქართველოს პროკურატურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრიკურატურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტზე პრესკონფერენცია 11 დეკემბერს გამართა. ორგანიზაციას „ასოციაციას მომართა საქართველოს პროკურატურის რამდენიმე მაღალმა თანამდებობის პირმა, რომლებიც დაკავებული თანამდებობებიდან მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გათავისუფლდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსთხოვეს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოთხოვნას ძირითადად ახალი მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი, აჟღერებდა, რომელიც თანამშრომლებს საკუთარ კაბინეტში იბარებდა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას ითხოვდა. თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არცერთ მათგანს არ განუმარტავედნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე. საია მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ- მინისტრს, როგორც მთავარი პროკურორის შერჩევასა და დანიშვნაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, დაინტერესდნენ პროკურატურაში განვითარებული მოვლენებით.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)