იმერეთი. 13 დეკემბერს, ქუთაისის მერიაში „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN), რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა", გამართავს შეხვედრას ადგილობრივ თვითმმართველობასთან და წარუდგენს მათ ქსელის წევრების მიერ მომზადებული რეკომენდაციების პაკეტს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით.
13 დეკემბერს, ასევე ქუთაისში, სასტუმრო „რჩეულში" ზემოაღნიშნულ თემაზე, შედგება შეხვედრა „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" (ნალა) წარმომადგენლებსა და ქსელის წევრებს შორის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თვითმმართველობის კოდექსი, რეგიონულ მედიას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" შეხვედრისას გააცნო.
აღნიშნულ კოდექსთან დაკავშირებით, „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა" (R-CSN) და მასში შემავალმა 40-მდე ორგანიზაციამ შეიმუშავა და წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე".
წყარო:cso.ge