სამცხე–ჯავახეთი. 4 სექტემბერს ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდებისათვის სოციალური მედიის ტრენინგი ჩატარდა. მსმენელებს გააცნეს ინფორმაცია ცენტრის მიერ შექმნილ ინტერნეტ- პორტალის civics.ge-ს ონლაინ ბიბლიოთეკაში განთავსებული მასალების შესახებ, სადაც დაინტერესებული პირები სოციალურ მედიაზე მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას. ტრენინგის მონაწილეემა განიხილეს აქტუალური თემები, რაზეც შემდგომ შექმნეს ბლოგები.
აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სოციალური მედიის ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სხვა მიზნობრივ ჯგუფებში.