თბილისი. საიტი
www.shenmartav.ge შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს მის მიერ არჩეული დეპუტატების პარლამენტში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გაეცნოს უახლეს კანონპროექტებს და პირდაპირ დაუკავშირდეს თავის წარმომადგენელს საკანონმდებლო ორგანოში. ვებგვერდი „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნა.
საიტზე მომხმარებელს ასევე შეუძლია დააკვირდეს, რა გადაწყვეტილებებს იღებს მის მიერ არჩეული დეპუტატი, გაეცნოს მის კენჭისყრაში მონაწილეობის მაჩვენებლებს, შრომით ბიოგრაფიას და ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციის ჩანაწერებს, წერილობით დაუსვას მას შეკითხვა საიტის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშულებით და იმავე გზით მიიღოს პასუხი.
პროექტის მომდევნო ეტაპზე იგეგმება ვებ–გვერდის გაფართოება და მასში ახალი კომპონენტების შეტანა.
წყარო: transparency.ge