en
ge

დისკუსია: „მედიის როლი და თავისუფლება საქართველოში“

იმერეთი. 11 დეკემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გაიმართა დისკუსია: „მედიის როლი და თავისუფლება საქართველოში". სადისკუსიო კლუბის მუშაობას უძღვებოდა ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე. შეხვედრაზე განხილეს მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში, თუ რა როლი მიუძღვის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების პროცესში და როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება მედიის მიმართ. ყურადღება გამახვილდა სოციალურ მედიაზე და მის მნიშვნელობაზე. დისკუსია გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)