სამეგრელო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", 5 სექტემბერს, ზუგდიდში მათი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინიციატივით შექმნილი ვებგვერდის, საარჩევნო პორტალის პრეზენტაცია გამართეს..
ორგანიზაციის რეგიონულმა კოორდინატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქეთევან შენგელიამ საზოგადოებრივ სექტორს განუმარტა ვებგვერდის დანიშნულება და მოქალაქეების მიერ საარჩევნო პორტალით სარგებლობის წესები. მისი თქმით, თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ატვირთოს მასალა კონკრეტული დარღვევის შესახებ, თუმცა ვებგვერდზე მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია გამოქვეყნდება ავტორის კონფიდენციალურობის დაცვის წესით.