en
ge

„აისში“ სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

კახეთი. საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში", სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. საზეიმოდ გაიხსნა სტუდენტების მიერ აშენებული საგამოფენო დარბაზიც. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ კოლეჯში წარმოებული პროდუქცია. პარალელურად გაიმართა სახალისო აუქციონები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წევრები, ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, აგრარული ტურიზმის განვითარებას და პროფესიული განათლების სექტორით დამსაქმებლთა და დონორი ორგანიზაციების დაინტერესების ზრდას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023