en
ge

დისკუსია - ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია

სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ორკვირიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება თემაზე: ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია. დისკუსიას წარუძღვნენ ორგანიზაცია „მესხ ქალთა კლუბის” წევრი ქალები. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბის წევრები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ,,მესხ ქალთა კლუბის" მიერ მომზადებული პრეზენტაცია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი 2010 წლის ქალთა TED მოძრაობის შესახებ მადლენ ოლბრაიტის ინტერვიუს ჩანაწერით. მსმენელებს გააცნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ოჯახში ძალადობის შესახებ. დისკუსიის ფარგლებში კლუბის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ დამსწრე საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები ქალური სოლიდარობისა და ზიარი პასუხისმგებლობის შესახებ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)