კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება თვითმმართველობის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა ამ პროცესებში, აგრეთვე მათი რეკომენდაციებისა და ინტერესების გათვალისწინება ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის დამტკიცების დროს.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური სამსახურის თანამშრომლები, საბიუჯეტო კომისიის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კახეთის რეგიონის შშმ პირთა ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ჭინჭარაულმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომონდაციები 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები კი მოამზადებენ პეტიციას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობას გადაეცემა.