თბილისი. 45-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის უმრავლესობას მიმართვა გაუგზავნა. „საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" კანონპროექტი წარმოადგენდა მმართველ პოლიტიკურ ძალაში შეთანხმების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ ვარიანტს. ჩვენი აზრით, შეთავაზებული მოდელი სრულად არ ასახავდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების, მთავრობის მიერ 2013 წლის 1 მარტს დეკლარირებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიის პრინციპებს. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მაინც დავუჭირეთ მხარი მას, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა პირველი, პრინციპული და შეუქცევადი ნაბიჯი ქვეყანაში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრების გზაზე. ... სამწუხაროდ, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე მოხდა მმართველი კოალიციის შეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, რამაც, ეფემერული საფრთხეების ბრალდებით, კანონპროექტის ძირითადი სიახლეების გაუქმება გამოიწვია. ... იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პარლამენტის წევრები აცნობიერებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მოსახლეობის, თქვენი ამომრჩევლების წინაშე და არ გაუშვებთ ხელიდან ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრების შესაძლებლობას", ნათქვამია მიმართვაში.
წყარო: osgf.ge