თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთასორისო საზოგადოება პარლამენტს საარჩევნო სისტემის საკითხებზე დისკუსიის დაუყოვნებივ დაწყებას სთხოვს. „როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს განიხილავს. იმისთვის, რომ რეფორმა წარმატებული იყოს, უმნიშვნელოვანესია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისეთი საარჩევნო სისტემის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში. ...რამდენადაც ცნობილია, საარჩევნო სისტემაზე განხილვები უნდა წარიმართოს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში, თუმცა, უცნობია, როდის გაიმართება ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა. ...აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მუშაობის დაწყება და ყველა დაინტერესებული მხარის სათანადოდ ინფორმირება ინტერფრაქციული ჯგუფის სამუშაო გეგმების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: isfed.ge